ახალციხე პურის ფესტივალს უმასპინძლებს

2024 წლის 5 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხეში, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან (DMO) ერთად „პურის ფესტივალს“ ატარებს.
„პურის ფესტივალი“ ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც „ელკანას“ ინიციატივით 2010 წლიდან, უკვე მეექვსედ, იმართება ახალციხეში. ფესტივალის მიზანია ხორბლის ენდემური სახეობების და ადგილობრივი ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა, ადგილობრივი პროდუქტების გაყიდვა/გასაღების მოკლე, თანამშრომლობითი ჯაჭვების და ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივების წარმოჩენა-წახალისება, რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის საზოგადოებისათვის გაცნობა.
ფესტივალის სტუმრები გაეცნობიან ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, მათ მნიშვნელობასა და მოვლა-მოყვანის წესებს, დააგემოვნებენ მათგან როგორც ადგილზე, ასევე ფერმერულ მეურნეობებში და ადგილობრივ საცხობებში გამომცხვარ პურს, სამცხე-ჯავახეთის ტრადიციულ კერძებს და ადგილობრივ პროდუქტებს. ფესტივალზე გაიმართება ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტების, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სხვა საინტერესო ღონისძიებები.
ცალკე სივრცეში ჩატარდება ორი ლექცია:
· ლექცია თემაზე – ხორბლის კულტურა საქართველოში და თესლეულის გაცვლის მნიშვნელობა აგრარული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის (ხანგრძლივობა 45 წუთი)
· ლექცია ბიო და სამართლიანი ვაჭრობის (FairTrade) სერტიფიცირების შესახებ (ხანგრძლივობა 30 წუთი)
ასევე, დაგეგმილია გასართობი ღონისძიებები. გაიმართება ვიქტორინა ხორბლის, პურის და რეგიონის ეთნოლოგიური ღირსშესანიშნაობის თემაზე, გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები. ღონისძიებას უამრავი მონაწილე და სტუმარი ეწვევა.
ფესტივალის მსვლელობისას და დასასრულს, ჩატარდება კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით, გაიმართება ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის წარმოდგენა.
პურის ფესტივალის ჩატარების ადგილი: ქალაქი ახალციხე, ახალციხის ციხის ტერიტორია, ხარისჭირაშვილის ქ. #1.
დასწრება თავისუფალია.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან