მადრიდის “რეალის” შემტევს ვინისიუს ჟუნიორს შეატყობინეს, რომ “ოქროს ბურთს” მიიღებს, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორტეტული გამოცემა Marca ავრცელებს.
მოგეხსენებათ, 2023/2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალი 28 ოქტომბერს გაიმართება, რომელსაც ყოველწლიურად France Football-ი ატარებს.
გასულ სეზონში ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ჯამში 49 მატჩი ჩაატარა, თავი კი 26 გატანილი გოლითა და 13 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
ვინისიუსმა “რეალთან” ერთად 2023/2024 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.