ელენე ხოშტარია – შეიძლება ვიყოთ განსხვავებულები, მაგრამ გვაქვს საერთო, საქართველო – 26 ოქტომბერს უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რათა ევროპა იყოს არა მხოლოდ მომავალი, არამედ აწმყო

ვერაფერი შეაფერხებს ჩვენ სიმტკიცეს, რომელიც არის არა რომელი პარტიისთვის, არამედ სიმტკიცე რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ისე, როგორც არასდროს. სიმტკიცე მოგვიტანს ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ “ კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო არის და იქნება ევროპის ნაწილი, რადგან „მსოფლიო გავაოცეთ ჩვენი სიმტკიცით, ერთიანობით. შეიძლება ვიყოთ განსხვავებულები მაგრამ გვაქვს საერთო საქართველო“.
“ვერაფერი შეაფერხებს ჩვენ სიმტკიცეს, რომელიც არის არა რომელი პარტიისთვის, არამედ სიმტკიცე, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ისე, როგორც არასდროს. სიმტკიცე მოგვიტანს ევროპულ მომავალს.
საქართველო არის და იქნება ევროპის ნაწილი. მსოფლიო გავაოცეთ ჩვენი სიმტკიცით, ერთიანობით. შეიძლება ვიყოთ განსხვავებულები, მაგრამ გვაქვს საერთო საქართველო
26 ოქტომბერს უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რათა ევროპა იყოს არა მხოლოდ ჩვენი მომავალი, არამედ აწმყო.
არჩევანი გაკეთებულია და ეს ბრძოლა გადის კონკრეტულ ადამიანებზე. ბრძოლა დგას ადამიანებზე, რომლებსაც ვერ შეაშინებ დაპირისპირებით, გამყოფი ხაზებით”,-განაცხადა ხოშტარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია