„ქართული ოცნების“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქობულეთის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატ – ცოტნე ანანიძესთან ერთად, ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე ციხისძირსა და კვირიკეში ე.წ „ფაბრიკების დასახლებაში“ მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს დასახლებების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები. დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად