კანავარომ შესაძლოა სერია A-ს გუნდი ჩაიბაროს

იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კანავარომ შესაძლოა “მონცა” ჩაიბაროს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც ალესანდრო ნესტას ხელმძღვანელობით “მონცამ” სერია A-ს საწყის 5 მატჩში 3 ქულა მოიპოვა, ადრიანო გალიანიმ გადაწყვიტა გუნდის ჩაბარება კანავაროს შესთავაზოს. ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა ფაბიოს გუნდის გაწვრთნა.
შეგახსენებთ, ბოლოს კანავარო “უდინეზეს” თავკაცობდა.