პრემიერლიგის მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩში “მანჩესტერ სიტიმ” “არსენალს” უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
შეხვედრა სანახაობრივი და ამაღელვებელი გამოდგა. პირველი ტაიმის ბოლოს “მეთოფეები” 10 კაცით დარჩა, მაიკლ ოლივერმა ლეანდრო ტროსარს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.
მიუხედავად ამისა, “არსენალი” მატჩის მოგებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა 90+8 წუთზე ჯონ სტოუნსმა სხვაობა აღადგინა.
შეხვედრის შემდეგ ბერნარდო სილვამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“განსხვავება “ლივერპულსა” და “არსენალს” შორის? “ლივერპულმა” პრემიერლიგა უკვე მოიგო, “არსენალმა” ეს ვერ მოახერხა, “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, “არსენალს” კი მოგებული არ აქვს. ასევე,
“მერსისაიდელები” ჩვენთან ყოველთვის მოსაგებად თამაშობენ”, – ციტირებს რომანო სილვას სიტყვებს.
ცნობისთვის, “მეთოფეებს” პრემიერლიგის ტიტული ისტორიაში 13-ჯერ აქვს მოგებული.