ისრაელის პრეზიდენტი: ჩვენ არ გვაქვს კავშირი ჰეზბოლას პეიჯერების აფეთქებასთან

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მონაწილეობდა ლიბანში პეიჯერებისა და სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქების ოპერაციაში. ლიბანური ჰეზბოლა, რომელიც აღიარებულია როგორც ტერორისტული ჯგუფი შეერთებულ შტატებსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში, აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებდა. ისრაელის კვალს ხედავდა აფეთქებებში რამდენიმე დასავლური მედიაც.
“მე ამთავითვე უარვყოფ ნებისმიერ ოპერაციაში რაიმე მონაწილეობას”, – განაცხადა ჰერცოგმა Sky News-თან ინტერვიუში. მისი თქმით, ისრაელს არ სწადია ლიბანთან ომი. “მაგრამ ლიბანი გახდა ტერორისტული ორგანიზაციისა და შეთავსებით პოლიტიკური პარტია ჰეზბოლას მძევალი, – დასძინა ისრაელის პრეზიდენტმა.
ლიბანური დაჯგუფება ჰეზბოლა -სა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ტერორისტულ არის აღიარებული.
ისააკ ჰერცოგმა მიანიშნა, რომ აფეთქება შეეძლო განეხორციელებინა რომელიმე მტერს, რომელიც ჰეზბოლას არაერთი ჰყავს თავად ლიბანის შიგნით.
„ჰეზბოლა ახრჩობს ლიბანს, ანგრევს ლიბანს, განუწყვეტლად ქმნის ქაოსს“, – აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.
ამ კვირის დასაწყისში ლიბანში მოხდა პეიჯერებისა და სხვადასხვა სახის პორტატიული საკომუნიკაციო საშუალებების მასიური აფეთქებები, რომლებსაც ჰეზბოლას წევრები ოპერატიული კავშირგაბმულობისთვის იყენებდნენ. აფეთქებების შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით სამი ათასი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტების დაგვიანების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა. თბილისის 175- საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია მიმდინარეობს, ორმა აბიტურიენტმა დაიგვიანა. როგორც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, აბუტურიენტები – გოგონა და ბიჭი, საგამოცდო ცენტრთან, დაახლოებით, 5 და 7 წუთის დაგვიანებით გამოცხადდნენ. გოგონამ დაგვიანების მიზეზად დაასახელა ტაქსი, რომლის მძღოლმაც საგამოცდო ცენტრთან სულ სხვა მხრიდან მიიყვანა. ბიჭისთვის კი შემაფერხებელი საცობი აღმოჩნდა. გამოცდაზე დაგვიანებულ ახალგაზრდებს ადგილზე მყოფი მშობელები გამოესარჩლნენ და ცენტრის დაცვის თანამშრომლებს აპლიკანტების შენობაში შეშვება სთხოვეს, თუმცა საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელმა აბიტურიენტებსაც და მათაც განუმარტა, რომ ერთი წუთის დაგვიანების შემთხვევაშიც კი, აბიტურიენტი გამოცდაზე აღარ დაიშვება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციიაც, პირველ სესიაზზე დაგვიანების 2 შემთხვევა აქვთ. “ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება”, – აცხადებენ NAEC-ში. 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 2 ივლისს დაიწყო და მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება.