უკრაინამ სარაკეტო პროგრამა შეიმუშავა, რომელსაც პარტნიორები დააფინანსებენ – უკრაინული მხარე

თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა საკმარისად ძლიერი სარაკეტო პროგრამა უკრაინისთვის და პარტნიორებმა უკვე მისცეს სიტყვიერი თანხმობა მის დაფინანსებაზე, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.
მისი თქმით, , სიტყვიერი თანხმობის შემდეგ, წერილობით დადასტურებებსაც უახლოეს მომავალში ელის.
„ჩვენ უკვე გავაცანით ეს პროგრამა პარტნიორებს და ველოდებით ამ შესაძლებლობიდან (რა რაკეტების და დრონების ან რაკეტა-დრონების აწყობა შეგვიძლია) რამდენს დაუჭერენ ისინი მხარს“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
რაც შეეხება რაკეტების წარმოების მასშტაბებს, მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სარაკეტო პროგრამა მოცულობით ახლოს იყოს დრონების პროგრამასთან.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სარაკეტო პროგრამა აგვისტოს ბოლოს გამოაცხადა. მისი თქმით, ამ მიზნისთვის დამატებითი თანხები გამოიყოფა.
წყარო: ინტერპრესნიუსი