თეთრი სახლი – თუ კონგრესი არ იმოქმედებს, აშშ-ს უკრაინის დახმარებისთვის საჭირო რესურსები წლის ბოლოსთვის ამოეწურება

თუ კონგრესი არ იმოქმედებს, აშშ-ს უკრაინის დახმარებისთვის საჭირო სახსრები წლის ბოლოსთვის ამოეწურება, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც თეთრი სახლის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა, შალანდა იანგმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონსა და კონგრესის სხვლა ლიდერებს გაუგზავნა.
„მინდა მკაფიოდ ვიყო: კონგრესის ქმედებების გარეშე, წლის ბოლომდე ჩვენ ამოგვეწურება რესურსები უკრაინისთვის მეტი იარაღისა და აღჭურვილობის შესაძენად და შეერთებული შტატების სამხედრო მარაგებიდან აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად. არ არსებობს დაფინანსების ჯადოსნური ქოთანი. არ გვაქვს ფული – და თითქმის აღარ გვაქვს დრო“, – აღნიშნულია წერილში.
შეგახსენებთ, ოქტომბერში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა თხოვნით, უკრაინის, ისრაელისა და აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების გეგმების დასაფინანსებლად 106 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი