ერდოღანი: ნეთანიაჰუ, ღაზას ჯალათი, არა მხოლოდ ომის დამნაშავეა, არამედ ის აუცილებლად უნდა გასამართლდეს ისევე, როგორც …

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის  მსგავსი ომის დანაშაულებისთვის უნდა გასამართლდეს.

როგორც ისრაელის მედია წერს, ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებების ხმამაღალი გამკრიტიკებელი ერდოღანი ნეთანიაჰუს კიდევ ერთხელ უწოდებს ღაზას ჯალათს.

„ნეთანიაჰუ, ღაზას ჯალათი, არა მხოლოდ ომის დამნაშავეა, არამედ ის აუცილებლად უნდა გასამართლდეს ისევე, როგორც მილოშევიჩი გაასამართლეს“, – თქვა ერდოღანმა სტამბოლში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაზე გამოსვლისას.

ამასთან, ერდოღანი ამბობს, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც კარტ-ბლანშს უხსნიან ისრაელს იმისთვის, რომ ღაზაზე თავდასხმები გააგრძელოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული