უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის არმიის მხრიდან 70 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ უკრაინაში დაღუპული 70 112 რუსი ჯარისკაცის ვინაობა უკვე დადგენილია, მაგრამ სავარაუდოა, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მეტია.
დაღუპულებს შორის 13,781 (20%) მოხალისე იყო, ხოლო 19%-ს ყოფილი პატიმრები, რომლებიც ოკუპანტების არმიას დანაშაულის შეწყალების სანაცვლოდ შეუერთდნენ.
რაც შეეხება, მობილიზებულ ჯარისკაცებსა და საბრძოლველად გამოძახებულ მოქალაქეებს, მათი საერთო რაოდენობა 13%-ს უტოლდება.
BBC-ის მიერ გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, არმიაში დარეგისტრირებული კაცების უმეტესობა რუსეთის პატარა ქალაქებიდან არიან, სადაც სტაბილური, კარგად ანაზღაურებადი სამუშაოს პოვნა რთულია.
მოკლული მოხალისეების მცირე ნაწილი სხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ – სულ ასეთი 272 მებრძოლია, რომელთაგან უმეტესობა შუა აზიიდან იყო – 47 უზბეკეთიდან, 51 ტაჯიკეთიდან და 26 ყირგიზეთიდან.