კოკოითი საქართველოს რუსეთ-ბელარუსის „სამოკავშირეო სახელმწიფოში“ შესვლას სთავაზობს

სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი ამბობს, რომ საქართველო უნდა შეურთდეს სა და ბელარუსის „სამოკავშირეო სახელმწიფოს“. მისი თქმით, ეს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის კონფლიქტს მოაგვარებს.
„მე პირადად გამოვდივარ ამ სიტუაციის მოგვარების მშვიდობიანი და კომპრომისული ვარიანტით: როგორც საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელი და თანასწორუფლებიანი სუბიექტები, როგორც ქრისტიანული რესპუბლიკები, შევიდეთ რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში“, – ციტირებს მას „ეხო კავკაზა“.
ასევე, კოკოითი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ს განცხადებას ოსებისთვის ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით.
„გვაიმედებს ისეთი ძალების არსებობა, რომლებიც აცნობიერებენ შეცდომებს და მზად არიან, პასუხისმგებლობა აღიარონ, თუკი ეს წინასაარჩევნო თამაში არაა. პერსპექტივაში, ასეთ ძალებთან შეგვიძლია, მრავალსაუკუნოვანი კონფლიქტის სამართლიან და ყველა მხარისთვის მისაღებ საბოლოო მოგვარებასთან მისვლა“, – ამბობს იგი.

ასევე დაგაინტერესებთ