ევროკომისიის ლიდერმა უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფის შესახებ განაცხადა

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა G7-ის ვალდებულებების ფარგლებში უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფის შესახებ განაცხადა.

ს გამუდმებული თავდასხმები ნიშნავს, რომ ს ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება”, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში.
20 სექტემბერს კიევში, უკრაინის პრეზიდენტ სთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ურზულა ფონ დერ ლაიენმა განმარტა, რომ ეს კრედიტი “მხარდაჭერილი იქნება” გაყინული რუსული აქტივებისგან მიღებული მოგებით.
ზელენსკიმ ამ ბრიფინგზე თქვა, რომ სესხის გამოყენება დაგეგმილია ენერგეტიკის აღსადგენად, ბომბსაფრების მოსაწყობად, ნაწილობრივ იარაღის შესაძენად და ასევე საჰაერო თავდაცვის გასაუმჯობესებლად.
კიევში ვიზიტის წინ, 19 სექტემბერს, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი 160 მილიონი ევროთი დააფინანსებს ზამთრისთვის უკრაინის ენერგოსისტემის მომზადებას.
ივნისში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებმა დაამტკიცეს უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის სესხის გამოყოფა, რომელიც გაყინული რუსული აქტივების მოგებით დაიფარება. დაგეგმილი იყო, რომ თანხები კიევს 2024 წლის ბოლოსთვის გამოეყოფოდა. გაყინული რუსული აქტივების შემოსავალი ყოველწლიურად გამოყენებული იქნება სესხის მომსახურებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება – შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას