ირანელი ჰაკერების სამიზნე ტრამპისა და ბაიდენის კამპანიები იყო

ნოემბრის საპრეზიდენტო ს წინ, ირანი შეეცადა სამიზნეში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ს საარჩევნო კამპანია ამოეღო. თუმცა, თეირანის ქმედება ჰაკერობის და ინფორმაციის გაჟონვის სტანდარტული ოპერაციით განსაზღვრულ ქმედებას სცდება. შეერთებული შტატების დაზვერვის ოფიციალური პირების თქმით, ირანი ცდილობდა ოპერაციაში მიზანმიმართულად ჩაერთო ტრამპის მაშინდელი მოწინააღმდეგის, ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის, ს საარჩევნო კამპანია.
ინფორმაცია 18 სექტემბერს, მოგვიანებით გახდა ცნობილი. ირანელი კიბერდამნაშავეები შეეცადნენ, ტრამპის კამპანიის დოკუმენტები გადაეცათ არამარტო ამერიკული მედიისთვის, არამედ ბაიდენის საარჩევნო კამპანიისთვის, იმ იმედით, რომ პრეზიდენტის გუნდი ამ ინფორმაციას ოპონენტის წინააღმდეგ გამოიყენებდა.
დაზვერვის ფედერალური ბიუროს განცხადებით, ელექტრონული წერილები საარჩევნო კამპანიის ადრესატებს ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში დაეგზავნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გამომძიებლებს არ აქვთ ინფორმაცია იმაზე, რომ ამ იმეილებს ვინმემ უპასუხა. ამის შემდეგ, ისინი ცდილობდნენ, ცნობები ამერიკული მედიაორგანიზაციებისთვის მიეწოდებინათ.
“გამოძიების ფედერალური ბიურო ამ აქტივობას თვალს ადევნებდა, მსხვერპლთან კონტაქტში იყო და გააგრძელებს გამოძიებასა და ინფორმაციის შეგროვებას, რათა ბოლომდე გაჰყვეს და გზა გადაუღობოს საფრთხეს, რომელსაც ეს აქტორები ქმნიან”,- ნათქვამია სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაში.
ირანის მცდელობაზე, ჩარეულიყო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, ცნობა ამ თვის დასაწყისშიც გაჩნდა. “მრავალმიმართულებიანი მიდგომა მიზნად ისახავს შიდა დაპირისპირების გაზრდას და ამომრჩეველთა ნდობის მორყევას”, – აცხადებდა მაშინ დაზვერვის ოფიციალური პირი, რომელიც ასევე ამბობდა, რომ თეირანის ძალისხმევა წელს გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე უწინ. დღეისთვის მათი სამიზნე ვიცე-პრეზიდენტი და მისი საარჩევნო კამპანიაცაა, რომელიც ახლა დემოკრატთა ოფიციალური ნომინანტია.
ირანის მისიას “ამერიკის ხმის” თხოვნაზე, კომენტარი გაეკეთებინა ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით პასუხი არ მოჰყოლია. წარსულში თეირანი გამუდმებით უარყოფდა, რომ შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევას ცდილობდა.
ტრამპის კამპანიამ “ამერიკის ხმასთან” მიმოწერაში არ გამორიცხა, რომ ჰარისმა და ბაიდენმა გამოიყენეს ჰაკერების მიერ გაგზავნილი ინფორმაცია, რათა ზიანი მიეყენებინათ ტრამპის საარჩევნო კამპანიისთვიის. თუმცა, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები მათ არ წარმოუდგენიათ. რაც შეეხება ჰარისის კამპანიას, მან “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ ისინი თანამშრომლობენ გამოძიებასთან მას შემდეგ, რაც ირანის აქტივობის შესახებ შეიტყვეს და მათ არაფერი იციან რაიმე მასალაზე, რომელიც უშუალოდ კამპანიას გაეგზავნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო ბაიდენი – 91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა – უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და თქვენს გვერდით დგას