“მილანის” ყოფილმა ფორვარდმა და ამავე გუნდში ახლა უკვე პრეზიდენტის მრჩეველმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ სეზონში 30 გოლს ახლაც 42 წლის ასაკშიც გაიტანდა.
“ბოლო 20 წუთი მოედანზე შესვლა კიდევ შემიძლია. ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული. ჩემპიონატში მინიმუმ 15-20 გოლს გავიტანდი – კიდევ 10-ს თასებზე.
30 გოლს გავიტანდი და თითო მატჩში მხოლოდ 20 წუთი ვითამაშებდი. მეტოქე უკვე დაღლილია და ამ დროს მოედანზე გამოვდივარ. ეს ჩემი ეგო არ არის – ეს არის ფაქტები”, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა First We Feast Youtube არხზე საუბრისას.