“ბელარუსი იყო, არის და იქნება ჩინეთის საიმედო პარტნიორი” | ლუკაშენკო სი ძინპინს შეხვდა

“ბელარუსი იყო, არის და იქნება ჩინეთის საიმედო პარტნიორი” | ლუკაშენკო სი ძინპინს შეხვდა
“ურთიერთობების დონის ისტორიულმა ზრდამ ძლიერი ბიძგი მისცა ტრადიციული მიმართულებების გაღრმავებას, ჩვენი თანამშრომლობის ახალი ვექტორებისა და მექანიზმების დაწყებას. ბელარუსი იყო, არის და იქნება ჩინეთის საიმედო პარტნიორი…ჩვენ დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ ვითანამშრომლებთ და ვიმეგობრებთ ჩინეთთან. ეს მეგობრობა 30 წელს ითვლის და ამ გზიდან არასდროს გადაგვიხვევია. არც მარჯვნივ, არც მარცხნივ…,” – თქვა ლუკაშენკომ შეხვედრაზე.