დავით კირკიტაძე – მივმართავ მათ, ვისაც რუსთავში „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე მისვლა მოუწევს – სამარცხვინო ტაში მაინც არ დაუკრათ, დავტოვოთ ბიძინა ივანიშვილი ხელოვნურ, ვიდეოზე ჩაწერილი ტაშით

მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც მოუწევთ რუსთავში „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე მისვლა, ვიცი, რომ მათ იქ მისვლა არ უხარიათ – სამარცხვინო ტაში მაინც არ დაუკრათ იმ განცხადებებზე, რა განცხადებებიც ჩვენ გვესმოდა გორში. დავტოვოთ დღეს, რუსთავში თავის ხელოვნურ, ვიდეოზე ჩაწერილი ტაშით, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძე ბრიფინგზე განაცხადა, რითაც რუსთავში დაგეგმილ „ქართული ოცნების“ მორიგ შეხვედრას გამოეხმაურა
მისი თქმით, ოს სეპარატისტებთან ქართველებს ბოდიში მოსახდელი არ აქვთ.
„დღეს აქ, რუსთავში რამდენიმე საათში დაიწყებს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ შეხვედრას. რუსთაველები, ადამიანები, რომლებიც ძალიან გაბრაზებულები ვართ, განსაკუთრებით გორში გაკეთებული მისი უკანასკნელი განცხადების შემდეგ, მოვუწოდებთ, რომ იგივე არ გააკეთოს რუსთავში. არცერთ შემთხვევაში ჩვენ, ქართველ ხალხს არ გვაქვს ბოდიში მოსახდელი ოს სეპარატისტებთან და რუსებთან. ჩვენ ბრძოლა, რომელიც გავმართეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის რუს აგრესორებთან, ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია არ ყოფილიყო მთლიანად ოკუპირებული, რაც შედიოდა ს ამოცანებში. ეს იყო პუტინის დიდი ამოცანა, რომელიც მაშინდელმა ქართულმა სახელმწიფომ შეაჩერა. მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენთვის დღეს არის ის, რომ ივანიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს იმ რუსთაველებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მწარედ მოატყუა 2012 წელს. ბოდიში უნდა მოუხადოს იმ რუსთაველებს, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ მისი მისი დამქაშების საწარმოებში და აქვთ მიზერული ხელფასი, რომელიც არ ყოფნით ხელფასის აღებიდან ერთი კვირაც კი. ტოპ მენეჯერებს აქვთ ათჯერ და ასჯერ მეტი ხელფასი, ხოლო ამ ადამიანებს თვიდან თვემდე არ ყოფნით ის ანაზღაურება, რომელსაც ისინი იმეტებენ მათთვის. ივანიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს რუსთაველ სტუდენტებს და რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციას, რომლებიც წლებია იბრძვიან იმისათვის, რომ დედაქალაქში ჩასვლა უმაღლეს სასწავლებელში არ უჯდებოდეს ათი და მეტი ლარი“. – განაცხადა კირკიტაძემ და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი 26 ოქტომბრის შემდეგ შეიცვლება.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ტყუილები არ გაუვა.
„ივანიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს მთელ საქართველოს და რუსთავიდან უნდა დაემშვიდობოს მათ, როგორც ხელისუფლების ყველაზე ძლევამოსილი წარმომადგენელი, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება და არაფერს არ აკეთებს არც რუსთაველებისთვის და არცერთი მოქალაქისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს. ამ ბოდიშს ველოდებით ჩვენ მისგან. შეხვედრა აქვს კოსტავას გამზირზე, რომელიც სამი დღეა გადაკეტეს, კოსტავას გამზირზე უნდა დაიწყოს ჩვენი ხალხის და ჩვენი ღირსების შეურაცხყოფა, არაფერი საქართველოს მოქალაქეებს ბოდიშის მოსახდელი არ ჭირთ. კარგად გაიაზროს ივანიშვილმა, რომ მერაბ კოსტავას გამზირზე რუსთავიდან არ შეიძლება ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, არცერთი ადგილიდან არ შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებით ამ ადგილიდან იმ ღირებულებებიდან, რომელსაც ემსახურებოდა მერაბ კოსტავა და რომელსაც შეეწირა ათასობით და ათიათასობით ქართველი. მან ზურგი აქცია თავისუფლების მოედანს, მაგრამ როდესაც კოსტავას გამზირზე დადგება, კარგად ახსოვდეს, რომ მას ამ ქალაქში ტყუილები აღარ გაუვა და არავინ უფლებას არ მისცემს, რომ კიდევ ერთხელ გადაუაროს ქართველების ღირსებას. ასევე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც მოუწევთ აქ მოსვლა, მე ვიცი, რომ მათ აქ მოსვლა არ უხარიათ – სამარცხვინო ტაში მაინც არ დაუკრათ იმ განცხადებებზე, რა განცხადებებიც ჩვენ გვესმოდა გორში. დავტოვოთ ბიძინა ივანიშვილი დღეს აქ რუსთავში თავის ხელოვნურ, ვიდეოზე ჩაწერილი ტაშით და ასევე, საკადრისი პასუხი გავცეთ, ისე როგორც ყოველთვის აკეთებდა ამას რუსთავი, 26 ოქტომბერს”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება