ომბუდსმენი: სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ რეაგირება მკაცრი უნდა იყოს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის გამო. აბრამიძე საკუთარ სახლში გუშინ, 18 სექტემბერს, საღამოს მოკლეს.
„პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი.
ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს“, – წერს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში.
პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით 26 წლის კაცი დააკავა. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
კესარია აბრამიძის მკვლელობას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი ც.
„საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას… სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი რომელიც მტერს აძლევს ყველა მანუიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს… ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკში.
გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ქალს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
„ფორმულამ“, “მთავარმა არხმა” და „TV პირველმა“ გაავრცელეს კესარია აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსში სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები, რომლებშიც, სავარაუდოდ, ის კაცი ჩანს, რომელიც პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, კაცი მისვლიდან 14 წუთში გადის კორპუსიდან.
თავდაპირველად გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით), მოგვიანებით კი კვალიფიკაცია დამძიმდა. -ს ცნობით, გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტუმასიანი: ვთხოვ ჩვენს მედიას, არ და აღარ გამოიყენოთ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი და კონფლიქტის ეპოქის ტერმინი ე.წ. “ზანგეზურის დერეფანი”. შეერთებულმა შტატებმა სწორედ ამ მავნებელი ორი სიტყვის გამო შეიმუშავეს ახალი სახელი

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ