რუსეთმა დაადასტურა უკრაინაში გენერალ ზავადსკის სიკვდილი

რუსეთში ოფიციალურად დაადასტურეს მანამდე სხვადასხვა წყაროთი გავრცელებული ინფორმაცია, რომ ში დაიღუპა ს ჩრდილოეთის ფლოტში შემავალი, არმიის მე-14 კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმირ ზავადსკი.
დღეს, 4 დეკემბერს, რუსეთის ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ვლადიმირ ზავადსკი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში, „საბრძოლო პოსტზე“ დაიღუპა. რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვლიდან მიმდინარე ომს. გუსევი გენერალ-მაიორ ზავადსკის სიკვდილს „მძიმე დანაკარგს“ უწოდებს, თუმცა მისი დაღუპვის ზუსტ დროს და ადგილს არ ასახელებს.
პირველი ცნობები გენერალ-მაიორ ზავადსკის სიკვდილის შესახებ, 28 ნოემბერს გავრცელდა რუსული წყაროებით, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერთა ტელეგრამ-არხებით. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ზავადსკი საბრძოლო მოქმედებების ზონაში ნაღმზე აფეთქდა. ერთი ვერსიით, რუსი გენერალი ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის რაიონში დაიღუპა, მეორე ვერსიით კი – ხერსონის ოლქის დასახლებულ პუნქტ კრინკისთან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვლადიმირ ზავადსკის სიკვდილის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს. ზავადსკი მეშვიდე რუსი გენერალია, რომლის უკრაინაში სიკვდილი რუსული წყაროებითაა დადასტურებული.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე – დღეს რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა – სცენარიც ნაცნობია და შედეგიც: კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა

მამუკა მდინარაძე – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ – როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო