მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მორიგ შეტევას

დღეს, 19 სექტემბერს, რუსეთმა უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით მორიგი იერიში მიიტანა. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი. ზაპოროჟიეს რაიონის ორ დასახლებულ პუნქტში დაზიანებულია კერძო სახლები. სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა სუმის ოლქში.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რეგიონებს შეუტიეს სამი საზენიტო მართვადი რაკეტით და ერთი მართვადი საავიაციო რაკეტით. საჰაერო ძალების თანახმად, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 42 უპილოტო საფრენი აპარატიც.
ოფიციალური მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს ყველა დრონი და ერთი რაკეტა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ