ანდრიუს კუბილიუსი – თავდაცვის მინისტრები და ნატო-ს გენერლები თანხმდებიან, რომ მზად იქნება ნატო-სა და ევროკავშირთან დაპირისპირებისთვის 6-8 წელიწადში – დროა, სათანადოდ მოვემზადოთ

ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა გაზარდოს თავისი თავდაცვა, რადგან შეიძლება მზად იყოს დაპირისპირებისთვის 6-8 წელიწადში, – ამის შესახებ Reuters-თან ინტერვიუში ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომელიც თავდაცვის საკითხებში ევროკომისრის პოსტზეა წარდგენილი.
„თავდაცვის მინისტრები და ნატო-ს გენერლები თანხმდებიან, რომ მზად იქნება ნატო-სა და ევროკავშირთან დაპირისპირებისთვის 6-8 წელიწადში. თუ ამ შეფასებებს სერიოზულად მივუდგებით, მაშინ დროა სათანადოდ მოვემზადოთ. დრო ცოტაა და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ სწრაფი და ამბიციური გადაწყვეტილებები”, – განაცხადა კუბილიუსმა.
კუბილიუსის თქმით, მისი, როგორც ევროკომისრის პირველი სამუშაო იქნება შეისწავლოს რა რესურსები სჭირდება ევროკავშირს სამხედრო გამოწვევისთვის მზადყოფნისთვის და რომ ამ კვლევას თანამდებობაზე ყოფნის პირველ 100 დღეს დაუთმობს.
კუბილიუსის განმარტებით, მოხარული იქნება, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად 500 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განხორციელდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა