პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან “გარკვეული შეთანხმება შედგა”, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. გახარიამ და ხაზარაძემ ორბელიანების სასახლე, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა, უკვე დატოვეს.
გახარია იმედოვნებს, რომ საბოლოო შეთანხმებას ხვალ დღის განმავლობაში მიაღწევენ.
“ჯერ არ დასრულებულა, ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ეს დღეს დასრულდებოდა, ჯერ არ დასრულდა, დასრულდება ხვალ. გარკვეული შეთანხმებები შედგა, არის რაღაც საკითხები, რომლებიც დასასრულებელია, დღეს აქ არ ვიტყვი… გუშინ ვთქვი, რომ დარჩენილი იყო ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა პარიტეტს, რომელიც, სამწუხაროდ, ისე, როგორც უნდა დალაგებულიყო, ვერ დალაგდა, თუმცა, რაღაცნაირად გამოსავალი ვნახეთ. ეხლა კიდევ არის ცოტა უფრო კონკრეტული საკითხები, რომლებიც ხვალ დღის განმავლობაში, წესით, იმედი მაქვს, რომ დასრულდება, შეთანხმება იქნება მიღწეული”, – თქვა მან ჟურნალისტებთან საუბარში.