უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ კურსკის ოლქში რუსების კონტრშეტევა შეჩერებულია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში რუსების კონტრშეტევა შეაჩერეს. ამის შესახებ კურსკის ოლქში უკრაინული სამხედრო კომენდატურის წარმომადგენელმა, ალექსეი დმიტრაშკოვსკიმ გამოცემა AFP-სთან საუბარში განაცხადა.
“ისინი [რუსები] ფლანგებიდან შეტევას ცდილობდნენ, მაგრამ ისინი გააჩერეს. სიტუაცია სტაბილიზებულია და დღეს ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს”, – განაცხადა დმიტრაშკოვსკიმ.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარებმა “მცირე წარმატებას” მიაწიეს.
“რუსები ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში შევიდნენ. მათ მეორე დასახლებული პუნქტისთვის დაიწყეს ბრძოლა, მაგრამ ამით ყველაფერი დამთავრდა”, – განაცხადა დმიტრაშკოვსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!