საქართველოდან ფრენებს ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet იწყებს

ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია easyjet საქართველოდან ფრენებს იწყებს.
ავიაკომპანიამ თბილისის შესახებ ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც მომხმარებლებს მიმართავს, რომ თბილისის გასაცნობად მოემზადონ.
ავიაკომპანიის ვებგვერდის მიხედვით, easyJet თბილისიდან ფრენებს 2025 წლის მარტის ბოლოდან დაიწყებს და 3 მიმართულებით იფრენს: ლონდონის, ჟენევის და მილანის. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
პირველი ავიარეისი თბილისიდან ჟენევის მიმართულებით 31 მარტს შესრულდება და ბილეთის ფასი 37 ფუნტ-სტერლინგიდან დაიწყება.
2025 წლის 30 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი British Airways-ის შემოდის. ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.
ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.ba.com უკვე შესაძლებელია. ‘’British Airways” 50 წლის წინ დაფუძნებული ბრენდია, თუმცა ავიაკომპანიას 100 წელზე მეტი ოპერირების ისტორია აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…