საქართველო პოლიტიკურად დაღვინდა – კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინის თქმით, სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში ახალი ატმოსფეროს შექმნის შესაძლებლობის შესახებ ს და სხვა ქართველი პოლიტიკოსების განცხადებების მოულოდნელ ტონს კავკასიაში და მთელ მსოფლიოში დიდი ინტერესი მოჰყვა.
„სულ უფრო იზრდება იმის გაგება, რომ 2008 წელს სააკაშვილის ავანტიურის შემდეგ მტრობამ და დაპირისპირებამ ადგილი უნდა დაუთმოს გონიერებას და სტაბილურობას. ბოლო 16 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურად დაღვინდა. ბევრისთვის ცხადი გახდა მუდმივი დაპირისპირების ამაოება“, — წერს კარასინი „ტელეგრამზე“.
კარასინის თქმით, წინასაარჩევნო ატმოსფეროში ამან, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოიწვია სკანდალური ემოციების აფეთქება „ფოკუს ჯგუფებში“, რომელთაც საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მშვიდი განვითარება არ მოსწონთ.
„საქართველოს პარლამენტის მოახლოებული ს წინა დღეებში სიტუაციის გამწვავება ასევე ხელს აძლევს მათ მსოფლიოში, ვინც საქართველოსა და რეგიონში დესტაბილიზაციაში საკუთარ სტრატეგიულ ინტერესს ხედავს“, — აცხადებს კარასინი.
„ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის „გაჩაღებისთვის” ნაციონალურ მოძრაობას გაასამართლებს, “ბოდიში უნდა მოვიხადოთ” იმის გამო, რომ ამ პარტიამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.

ასევე დაგაინტერესებთ

მზია ამაღლობელის ადვოკატის ინფორმაციით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ირაკლი დგებუაძის მხრიდან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით გამოძიების დაწყება მოსთხოვეს, თუმცა უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო