აზერბაიჯანი, როგორც ყარაბაღის ტრიუმფის მძევალი

ავტორი: ვადიმ დუბნოვი,
მშვიდობა – ღალატია
აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა ტელეგრამ არხებმა ბაჰრუზ სამედოვის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების დეტალები, მისი დაკავების შესახებ ცნობის დადასტურებამდე დიდი ხნით ადრე გაამხილეს. ამის შემდეგ “Report.az-მა”, ბაქოს სატელევიზიო სიუჟეტზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სამედოვი “პროვოკაციულ ჯგუფის, No War-ის წევრი იყო 2020 წლიდან, ანუ სამამულო ომის პერიოდიდან, დაამყარა კონტაქტები სომხეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან და ასევე თანამშრომლობდა ამ ქვეყნის მოქალაქეებთან”. მტკიცებულების სახით კონტრაგენტების სახელები სახელდებოდა. მაგალითად, ლილიტ შახვერდიანი – მთიანი ყარაბაღის მკვიდრი, რომელიც პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა. ამ ფაქტიდან უნდა გაკეთებულიყო დასკვნა მისი საფრანგეთის სპეცსამსახურებთან უდავო კავშირის შესახებ. ვინაიდან საფრანგეთი, ოფიციალური ბაქოს მიერ ჩამოყალიბებული სამყაროს სურათის მიხედვით, ეხმარება სომხეთს სახელმწიფოსა და მათ შორის საიდუმლო სამსახურების მშენებლობის პროცესში, შახვერდიანი კი, “შეუძლებელია არ იყოს დაკავშირებული სომხურ დაზვერვასთანაც”.
რამდენიმე წლის წინ, დაახლოებით, იმავე სქემით დაადანაშაულეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რაუფ მირკადიროვი, რომელიც თურქეთში, ერთი შეხედვით, დროულმა ემიგრაციამაც კი ვერ იხსნა. სწორედ თურქეთის ხელისუფლებამ გადასცა მირკადიროვი აზერბაიჯანს, სადაც მას ბრალი წაუყენეს ღალატში, კერძოდ, სომეხ სამოქალაქო აქტივისტ ლაურა ბაგდასარიანთან კონტაქტის საფუძველზე. თუმცა, ეს 2014 წელი იყო და სომხეთთან კავშირში ბრალდებები პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დევნის საკითხში საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო.
დღეს სიუჟეტი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი.
ბაჰრუზ სამედოვისთვის ბრალის წაყენებიდან მალევე დააკავეს კიდევ ორი აზერბაიჯანელი აქტივისტი – სამად შიხი და ჯავიდ აღა. თუმცა ორივე მალევე გაათავისუფლეს. ორივემ განაცხადა, რომ მოწმის სტატუსით იმყოფებოდნენ სამედოვის საქმეზე, ხოლო ამ უკანასკნელს ქვეყნიდან გასვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალა.
აქ კი, მირკადიროვის შემთხვევისგან განსხვავებით, არანაირ მზაკვრულ გეგმას არ აქვს ადგილი. საუბარია იმაზე, რაზეც ბრალდებები მეტყველებს – ომის საწინააღმდეგო პოზიციაზე, რომელიც კვალიფიცირდება, როგორც სახელმწიფო ღალატი.
ისტორიკოს ალტაი გოიუს თქმით, რომელიც სამედოვს აზერბაიჯანში უკანასკნელი მოგზაურობის წინ ცოტა ხნით ადრე დაუკავშირდა, ის თავს საფრთხეში არ გრძნობდა. ისინი ერთად მონაწილეობდნენ მანჩესტერში გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ სომეხი კოლეგები, მაგრამ, სამედოვის თქმით, ის უკვე არაერთხელ იყო ჩასული სამშობლოში და არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია. თავდაპირველად ამ ჯერზეც არ ყოფილა პრობლემები, და ამჯერად სამედოვი, მისივე გადმოცემით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს და ესაუბრნენ, რაშიც მას ასევე ეჭვი რაიმე საგანგაშოზე არ აუღია.
როგორ მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების მანქანა და როგორია მისი ქმედებების ლოგიკა, ამის მხოლოდ ვარაუდი თუა შესაძლებელი. ერთი რამ ცხადია და ამას ადასტურებს როგორც ფაქტები, ასევე თავად სამედოვის რეაქციები: სომხეთთან კავშირები, რა თქმა უნდა, არ მიიჩნეოდა სანდოობის ნიშნად, მაგრამ არც სერიოზული შესაძლო დევნის მიზეზად განიხილებოდა. იმ წლებში, პოლიტიკისგან შორს მყოფმა ადამიანმა ერთხელ მთხოვა, არ დავკავშირებოდი ვინმეს სომხეთში ბაქოს ბინიდან, მაგრამ ეს იყო საბჭოთა შეშფოთების დამსახურება, რომელსაც ფართო თვალთვალის თემაზე ზოგჯერ ანეკდოტური სახე ჰქონდა. სხვათა შორის, ეს შეშფოთება არ ეხებოდა სოციალურ ქსელებს.
კონკონფორმისტები
სამედოვი, პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის დოქტორანტი, როგორც ჩანს, სერიოზულად არ აღიქვამდა შესაძლო საფრთხეს, რადგან მისი თაობის ბევრმა წევრმა – განათლებულმა, რომელიც აზერბაიჯანით არ შემოიფარგლება რაღაც საკითხებში, სომხეთთან და მთლიანად კავკასიასთან კონფლიქტში – ისწავლა ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრება. ეს თაობა, რომლის მასშტაბებიც, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს გადაჭარბებული, წარმოდგენილია ფრონტის ხაზის ორივე მხარეს. სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც, ეს ნიშა პოლიტიკური თვალსაზრისით – თითქმის მარგინალურია, სოციოკულტურული თვალსაზრისით კი ნონკონფორმიზმის გვირგვინს წარმოადგენს. ამავდროულად, ასეთი პოზიცია ნამდვილად არ იყო აკრძალული, ის მაინც რჩებოდა პოლემიკური დისკურსის ნაწილად. დიდად არ უმოქმედია ამ მდგომარეობაზე ორი კონფლიქტური მხარის შიდა პოლიტიკურ სტრუქტურაში განსხვავებებსაც კი.
უარი უფრო მოქალაქეებისგან მოდიოდა, ვიდრე ხელისუფლების მხრიდან და ამ მხრივ, მასობრივი მზადყოფნა მორალური ტერორის მიმართ იყო და რჩება. სომხეთში მსგავსი შეხედულებების მქონე ადამიანებს ჰქონდათ საშუალება ჩამოეყალიბებინათ საკუთარი პოზიცია ზოგიერთ მედიაში, რაც უფრო რთულია აზერბაიჯანში, მაგრამ სავარაუდოდ კავშირშია იმასთანაც, რომ ეს სიტყვის თავისუფლებისადმი განსხვავებული მიდგომების ტექნოლოგიური შედეგია, ვიდრე თავად სამართალდამცავი პრაქტიკა.
ფაქტობრივად, არ იყო რთული საერთო ენის გამონახვა. მათთვის და სხვებისთვისაც კონფლიქტი მრავალი ტრავმის, მათ შორის სახელმწიფო-ტომობრივი ტრავმისა და იდენტობის ძიების შედეგი იყო. სომეხმა ახალგაზრდა ინტელექტუალებმა აღნიშნეს, რომ ყარაბაღი ერის ინტეგრირებულ სუბიექტებს შორის დგას, როგორიცაა ეკლესია ან გენოციდი. ანალოგიურად, ბაჰრუზ სამედოვს, მაგალითად, აღუნიშნავს, რომ აზერბაიჯანში ყარაბაღის მიმართ პატრიოტული პოზიცია არის ერთგვარი საშვი ერში, ხოლო არაპატრიოტული – ერისგან განკვეთის საფრთხე და, როგორც ჩანს, საფრთხეების სია დიდი ხნის მანძილზე ამით შემოიფარგლა.
ყოველ შემთხვევაში, სოციალურ ქსელებშიც კი, მსგავსი შეხედულებების მქონე ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება, რომლებსაც არ ეშინოდათ მეგობრულ მიმოწერაში შესვლა სომეხ კოლეგებთან, რომლებთანაც მსგავსი შეხედულებები აკავშირებდათ, საკმაოდ წარმომადგენლობითად გამოიყურებოდა.
ყარაბაღი ყველასთვის
შესაძლოა, მსგავსი მდგომარეობა იმის გამო ჩამოყალიბდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში, ყარაბაღის საკითხი, რომელიც აპრიორი დომინანტად ითვლებოდა, ყოველდღიურ პოლიტიკურ პრაქტიკაში შორს იყო ლიდერობისგან მთავარი აქტუალური პრობლემების სიაში.
დაახლოებით ისე, როგორც საქართველოსთვის იყო , რომელიც ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს – 2000-იანი წლების დასაწყისში, სოციოლოგების აზრით, სოციალური არეულობის ფონზე, ჩვეულებისამებრ მთავარი პრობლემების ათეულის ბოლოში იყო და უბრუნდებოდა ტოპ სიახლეებს ექსკლუზიურად სიტუაციურობიდან გამომდინარე. ეს კი გრძელდებოდა სააკაშვილის მოსვლამდე, რის შემდეგაც ეს თემა თითქმის მუდმივად დაბრუნდა ტოპ პრობლემების მწვერვალზე.
აზერბაიჯანში ყარაბაღის თემის თანდათანობითი აქტუალიზაცია (დროდადრო იგივე სიტუაციური გამოხტომებით) ზოგიერთის მიერ დაახლოებით ს თვითგამოცხადების დროით თარიღდება, რომელმაც მამამისი პრეზიდენტის პოსტზე ჩაანაცვლა, ანუ 2000-იანი წლების დასაწყისით. სწორედ მაშინ დაიწყო თეზისის გაჟღერება, რომ თუ დიპლომატიური რეგულირება შეუძლებელი გახდებოდა, ბაქო ძალის გამოყენების უფლებას იტოვებდა.
თავდაპირველად, თეზისი აზერბაიჯანმა გამოიყენა დასავლეთზე ზეწოლის საშუალებად, რომ მას, თავის მხრივ, მოეხდინა ზეწოლა ერევანზე, რამაც გარკვეულწილად იმუშავა. მაგრამ იმის გამო, რომ ამ მიდგომებმა არ შეცვალა სტატუს კვო, რომელიც ყველასთვის მისაღები იყო, ბაქოს გარდა, დაახლოებით 2012–13 წლებიდან დაწყებული, ესკალაციები საკონტაქტო ხაზზე უფრო ხშირი და დამაჯერებელი გახდა. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო საბედისწერო პაციფისტური განწყობებისთვის.
აზერბაიჯანის ხელისუფლება აგრძელებდა თვითგანმტკიცებას, უპირველეს ყოვლისა, შიდაპოლიტიკურ ოპოზიციასთან ბრძოლაში, რომელიც მუდმივი კრიზისისკენ მიდიოდა და ამიტომ თანდათან უფრო და უფრო მეტი ყურადღება უნდა მიქცეოდა სოციალურ სტაბილურობას და რელიგიურ დაპირისპირებასაც კი. თუმცა, ყველა პოსტსაბჭოთა მოდელის მიხედვით, გუშინდელი ოპოზიციის ადგილი დიდი ხნის განმავლობაში ცარიელი არ რჩებოდა. მისი შევსება დაიწყო სამოქალაქო აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ხოლო ინტერნეტისა და სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად, ხელისუფლების მიერ ნაკლებად კონტროლირებადი მედია საშუალებები, საგამოძიებო ცენტრები და ახალი თაობის ადამიანების კონდენსაციის სხვა ცენტრები წამოვიდნენ წინ. ისინი ნაკლებად ექვემდებარებოდნენ ღირებულებებისა და პრიორიტეტების გაუთავებელი პოლიტიკური დანერგვის მექანიზმებს .
მაგრამ ხელისუფლებას აწუხებდა, როგორც შესაძლო და არავითარ შემთხვევაში ერთიანი ფრონტის ძირითადი ნაწილი, რომლისგანაც საფრთხეც იმდენადვე ხელშესახები იყო, როგორც თეორიული. მიზნობრივი ოპერაციები ამ მოძრაობიდან კვანძების მოსაშორებლად, რომლებიც შესაძლოა კრიტიკული გახდეს – დიახ. მასობრივი რეპრესიები – არა. ეს კი დამახასიათებელია იმ რეჟიმებისთვის, რომლებსაც მთელი სიმკაცრის მიუხედავად, ეშინიათ მათთვის ნერვიულობისა და მზადყოფნის ჩვენება, დაუქვემდებარონ მათი ცხოვრება – თუნდაც მათივე სიკეთისთვის და მითური სურვილების შესასრულებლად – სერიოზულ ცვლილებებს.
გათავისუფლებული ყარაბაღი. კორუფციისთვის
საგამოძიებო ჟურნალისტიკა აზერბაიჯანში წინააღმდეგობის გაწევის ერთ-ერთი არდული მიმართულებაა, და ხელისუფლებამ საკმაოდ გონივრულად მიმართა სადამსჯელო ყურადღება მისკენ. ხისტად რომ ვთქვათ, ეს ასეთი რეჟიმის პარამეტრს წარმოადგენს – ის საკმაოდ მომთმენია აბსტრაქტული პოლიტიკური ბრალდებების მიმართ, მაგრამ ძალიან ნერვიული, როდესაც საქმე კონკრეტულ ეკონომიკურ მანიპულაციებს ეხება. აქ საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ ამან შესაძლოა ხალხის უკმაყოფილება გამოიწვიოს – ხალხს არ გაუკვირდება კორუფცია ჩვენს გარემოში.
ასევე არის შიდა ელიტური სიუჟეტი, გაუთავებელი კულისებს მიღმა ბრძოლის თემატიკა – ბონუსებისთვისაც და პოლიტიკური გადარჩენისთვისაც. ამ პირობებში, უკონტროლო ინფორმაციის ნაკადმა შესაძლოა დაარღვიოს საჭირო სტაბილურობა მთავრობის შიგნით. თუმცა, დიდი ხნის მანძილზე, რაც არ უნდა გამჟღავნებული და დაუნდობელი ყოფილიყვნენ კორუფციის გამომძიებლები, ისინი ვერ ბედავდნენ წმინდა ყარაბაღისკენ თვალის დევნებას. არა მხოლოდ შიშისგან. უბრალოდ, სწორი დამოკიდებულება ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, ბევრ რამეში წარმოადგენდა ბილეთს დიდი პოლიტიკური პროცესისკენ, თუნდაც არა ხელისუფლების მხარეს. ამ ჟანრის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა წარმომადგენელმა ხადიჯა ისმაილმა, ციხიდან გამოსვლისთანავე გამოავლინა საკუთარი მკაცრი პატრიოტული პოზიცია ყარაბაღის მიმართ – რაც აქამდე არ გაუკეთებია.
და ესეც საკმარისი იყო ხელისუფლებისთვის. თუმცა, როგორც ხშირად ხდება წარმატებებთან მიმართებაში, ხელისუფლება საკუთარი ყარაბაღის ტრიუმფის მძევალი აღმოჩნდა.
არაფერი არ აერთიანებს ისე, როგორც გამარჯვება და ყარაბაღი – სომხეთისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც – პოსტსაბჭოთა იდენტობის ნაწილი იმ ფორმით, სადაც ჩამოყალიბდა მითი მის შესახებ დამოუკიდებლობის ოცდაათი წლის განმავლობაში. დიდი ხნის განმავლობაში, აზერბაიჯანის მთავრობამ გამარჯვებით თითქოს დახურა ყველა კარიბჭე ყველა შიდა მოწინააღმდეგისთვის. შიგნით მიმდინარე უსიამოვნებებიც კი მეორეხარისხოვნად იყო მიჩნეული იმ დიდი გამარჯვების ფონზე, რომელმაც დაჩრდილა ყველაფერი.
მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ,”Abzas Media-ს” ჟურნალისტების დევნა დაიწყო. თითქოს ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, როგორც ადრე – მათ, ვინც იძიებდა კორუფციას, ბრალი ეკონომიკური ბრალდებით ედებოდათ. ყარაბაღის ფაქტორს კი ისევ მოუწევდა ყველას გაერთიანება და კრიტიკოსების განეიტრალება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ “Abzas Media” იძიებდა არა მხოლოდ კორუფციას – ის ინტერესდებოდა იმ პროცესებით, რომლებიც ვითარდებოდა იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ოფიციალურად გათავისუფლებულის სტატუსი ჰქონდა. მაგრამ, როგორც გაირკვა, გათავისუფლებული მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესისთვის, ან თუნდაც უბრალოდ ხელისუფლებისთვის, მაგალითად, ჰოლდინგი “PASHA”, რომლის სახელწოდებითაც ადვილად შესაძლოა გამოცნობა მთავარი აზერბაიჯანული პოლიტიკური კლანის სახელის.
კორუფცია თავისთავად წმინდასთან იყო დაკავშირებული – ყარაბაღთან, რომელიც, პირიქით, “Abzas-ის” მსგავსებთან წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლებას უნდა დახმარებოდა.
ძალაუფლების მთავარ ინსტრუმენტს რთული სახელწოდებით “მარცხები არის იქ, მაგრამ ყარაბაღი არის აქ!” სისტემური ხარვეზი აღმოაჩნდა და ვეღარ მუშაობდა. სწორედ ეს ინსტრუმენტი უზრუნველყოფდა სახალხო ერთობასა და მხარდაჭერას. ახლა კი ეს ყველაფერი ორგანულად არის ინტეგრირებული იმ საყოველთაო გაღიზიანებისგან მომწიფებული ქსოვილში, რომ ყარაბაღის მიწისთვის, რომელშიც მილიარდი მილიარდზე იხარჯება. პრეზიდენტის მიერ გაჭრილი ყოველი შემდეგი წითელი ლენტი, ყოველი შემდეგი აეროპორტი, საიდანაც არავინ გაფრინდება, უნივერსიტეტი, რომელშიც არავინ ჩააბარებს, სულ უფრო ნაკლებად ამშვიდებს პატრიოტულ სიამაყეს, მით უმეტეს, რომ ამ ფონზე ცხოვრების ხარისხი არ უმჯობესდებდა, ხოლო ნებისმიერი ზეიმისთვის საჭირო რესურსი ამოწურვადია.
მათთვის, ვინც მტრის გამაერთიანებლის იმიჯს არღვევს, საჯარო ცენზურა აღარ არის საკმარისი. ეს სრული პროგრამით არის ჩართული, საკმარისია ტექსტების წაკითხვა სოციალურ ქსელებში, ამისთვის არ არის საჭირო რეჟისორობა. მაგრამ ამ რეზონანსის გასაძლიერებლად, ხელისუფლებასა და ხალხს შორის პირდაპირი და უკუკავშირის გაერთიანების მიზნით, ხელისუფლება გადადის პირდაპირ დევნაზე – ამ დევნის მხარდაჭერისა და ახალი ერთიანობის მოლოდინში. ეს გათვლა კი სწორი აღმოჩნდება.
ამ საკითხში ხელისუფლება ერთგულია საკუთარი თავისა: სასურველი ეფექტი ზოგჯერ არ საჭიროებს მასობრივ რეპრესიებს, საკმარისია მიზნობრივი დარტყმები. ჯერ ერთი, შეუძლებელია მასობრივად დაპატიმრება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა შეიქმნას მასობრივი ღალატის ილუზია და ეს ზედმეტია, მით უმეტეს, რომ ეს ასე არ არის. აზერბაიჯანის ხელისუფლებას ურჩევნია ბელარუსული და რუსული უკიდურესობების გარეშე მიხედოს არსებულ სიტუაციას. ეს არ მუშაობს მტრის განადგურებაზე, რომელიც თავისთავად საფრთხეს არ წარმოადგენს, ის მუშაობს პერსპექტივისთვის. პროფესორი გუბად იბადოღლუ, ისევე როგორც მამედოვი, რომელიც ლონდონიდან დასასვენებლად ჩამოვიდა და ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, შინაპატიმრობით გაათავისუფლეს. ეს სამედოვის დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ რეპრესიების ეს ზომა ბაქოსთვის სავსებით საკმარისია, სხვა უკმაყოფილოებთან პრევენციულ საფუძველზე შესაძლებელია შეთანხმება, ხოლო ასეთი დევნის გამოცდილება იძლევა იმედს, რომ დასავლური ზეწოლისა და დასავლეთთან შეთანხმებების გარკვეული კომბინაციით, კომპრომისი მოიძებნება. მითუმეტეს, აზერბაიჯანმა და დასავლეთმა უკვე მიიღეს ამ ბალანსის ეფექტურ გათვლებში საკმარისი გამოცდილება. განსაკუთრებით ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარე უკარინის ომის დროს.