პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ლელო – საქართველოსთვის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ გიორგი გახარიასთან მოლაპარაკება არ დაუსრულებია. მისი თქმით, “არის საკითხები, რაზეც უნდა ისაუბრონ”.
ხაზარაძის თქმით, ბევრ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად შეთანხმდნენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასაშვებად “სრულ მობილიზაციას” გააკეთებენ.
“კიდევ ვიმეორებ, ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის საკითხები და ეს საკითხები არ არის რაღაც ტექნიკური ტიპის საკითხები, შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკება არ არის დამთავრებული, ავიღეთ კიდევ პაუზა, ვისაუბრებთ და თქვენ პირველები იქნებით, ვისაც შეგატყობინებთ.