კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მისი კოალიციისა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებებში პაუზაა აღებული.
„ბევრ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შევთანხმდით – გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რათა ოცნება ბიძინას მეთაურობით გავუშვათ ხელისუფლებიდან. ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია. ეს არაა ტექნიკური ტიპის საკითხები. მოლაპარაკება არაა დამთავრებული. ავიღეთ პაუზა“, – განაცხადა მან პრეზიდენტის რეზიდენციაში გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ.
აქამდე „ძლიერი საქართველოს“ და „საქართველოსთვის“ გაერთიანების იდეით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა.