“ბარსელონაში” გადასვლა ძალიან მინდოდა” – ფელიქსი “ატლეტიკოსთან” გამარჯვების მომტანი გოლის შემდეგ

ლა ლიგის მე-15 ტურში ჟოაო ფელიქსის ერთადერთი გოლის წყალობით “ბარსელონამ” მადრიდის “ატლეტიკო” 1:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი “ბლაუგრანას” რიგებიდან გამარჯვების გოლის ავტორმა გააკეთა, რომელიც “როხიბლანკოს” საკუთრებაა და კატალონიურ გრანდში იჯარის წესით თამაშობს.
“ყოველდღიურად ჩემზე საუბრობენ. ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვარ, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას იმას, თუ რას ამბობენ ჩემზე.
“ბარსელონაში” ბევრს ვმუშაობ, რომ უკეთესი ფეხბურთელი გავხდე. ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ აქ ყველამ კარგად მიმიღო.
მინდოდა, რომ აქ გადმოვსულიყავი და “ბარსელონას” დავემატებინე, აქ ბედნიერი ვარ”, – აღნიშნა ფელიქსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში