ლევან ვარშალომიძე – მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევიდა და რომელმაც ახალი საქართველო შექმნა – 39 დღეში ივანიშვილი უნდა გავუშვათ სახლში და სააკაშვილი გავათავისუფლოთ

მიხეილ სააკაშვილის წიგნი არ არის მხოლოდ ერთი წიგნის პრეზენტაცია, ეს არის მისი ცხოვრება, რომლის გადმოცემასაც ერთ წიგნშიც ვერ შევძლებდით. ის არის ადამიანი, რომელიც უკვე ღირსეულად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორიაში შევიდა და რომელმაც ახალი საქართველო შექმნა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ს ოფისში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრები: ლევან ვარშალომიძე, გიორგი ბარამიძე, პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან ანთაძე დაესწრნენ.
„მიხეილ სააკაშვილის წიგნი არ არის მხოლოდ ერთი წიგნის პრეზენტაცია, ეს არის მისი ცხოვრება, რომლის გადმოცემასაც ერთ წიგნშიც ვერ შევძლებდით. სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც უკვე ღირსეულად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორიაში შევიდა და რომელმაც ახალი საქართველო შექმნა. ყველას 39 დღე გვაქვს დარჩენილი. 39 დღეში ივანიშვილი უნდა გავუშვათ სახლში და მიხეილ სააკაშვილი გავათავისუფლოთ. ასე რომ ვმუშაობთ, განწყობა კარგია და დარწმუნებული ვარ, რომ დიდი შედეგით მოვიგებთ ამ არჩევნებს”, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ, რომლის სიტყვასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.