TechXplore – თიბისის ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის

18-20 ოქტომბერს ტარდება TechXplore, თიბისის ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს არის საინტერესო შესაძლებლობა ტექნოლოგიების მოყვარულებისთვის, რომ გაერთიანდნენ, გადაჭრან რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემები და მიიღონ ახლებური გადაწყვეტილებები ციფრული ბანკის სამყაროში.
„ადგილზე, მონაწილეებმა უნდა შექმნან ინოვაციური ფუნქციონალის მქონე საბანკო ციფრული პროდუქტი, რომელიც ზუსტად ერგება მომხმარებლის გამოცდილებას და ქმნის მისთვის საჭირო ღირებულებას.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ამისათვის აუცილებელია შეიკრას გუნდი. გუნდში შესაძლებელია იყოს მინიმუმ 2, მაქსიმუმ 4 მონაწილე. რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ბმულზე, 30 სექტემბრამდე.
თიბისის ჰაკათონის მხარდამჭერია თინეთი, რომელიც მე-3 ადგილზე გასულ გუნდს დააჯილდოებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ