გახარია: ვითვალისწინებ ხაზარაძის თხოვნას, პრეზიდენტთან შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე

გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე, გიორგი გახარია ამბობს, რომ ითვალისწინებს მამუკა ხაზარაძის თხოვნას და პრეზიდენტთან შეხვედრა 6 საათამდე გადაიდო.
დღეს მ თქვა, რომ გიორგი გახარიასთან პირადი შეხვედრა ვერ ხერხდება.

მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ სანამ პრეზიდენტთან შეხვედრა შედგება, მნიშვნელოვანია, მან და გახარიამ განსაზღვრონ, აქვთ თუ არა საერთო ხედვა.
“ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. ვესაუბრე ქალბატონ პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება. პრეზიდენტი დამეთანხმა, შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე. თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება”- წერს გახარია.
16 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზარაძე და გახარია წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპის გასამართად ორბელიანების სასახლეში მიიწვია.