ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის სააკაშვილის რეჟიმი ქვეყნის სირცხვილია – ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო გარე დაკვეთით

სააკაშვილის რეჟიმი თქვენთვის არის საკუთარი ქვეყანა, ჩვენთვის სააკაშვილის რეჟიმი საკუთარი ქვეყანა არ არის, პირიქით, ქვეყნის სირცხვილია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
როგორც მ ჟურნალისტებს განუცხადა, ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, რასაც მოგვიანებით, თვითონ სააკაშვილის რეჟიმის ლიდერებმა ხელი მოაწერეს და აღიარეს.
„თქვენი პარტიის ლიდერია და გასაგებია, რომ განსხვავებული დამოკიდებულება გაქვთ. ხედავდით გუშინწინ გამოწვევებს NGO-ების დაფინანსებაშიც კი, მაგრამ ვერ ხედავთ პრობლემას იმაში, რომ მაშინდელმა რეჟიმმა ამ ქვეყანაში ომი დაიწყო და ომი სწორედ გარე დაკვეთით გააჩაღა. ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, რასაც მოგვიანებით, თვითონ სააკაშვილის რეჟიმის ლიდერებმა ხელი მოაწერეს. ალბათ, იცნობთ ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ 7 აგვისტოს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო და მერე იქვე წერია, რომ ამას ს საპასუხო შეტევა მოჰყვა“,- განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ამის თაობაზე არსებობს არაერთი აღიარებითი ჩვენება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და არსებობს ასევე „ტალიავინის დასკვნა“.
„თქვენი პრეზიდენტი, ზუსტად იმავეს აცხადებდა, ამის გამო, თქვენ ის „მოღალატედ“ გამოაცხადეთ 2018 წელს. სალომე ზურაბიშვილს ზუსტად იგივე აქვს ნათქვამი, რასაც სააკაშვილმა ხელი მოაწერა, რომ 7 აგვისტოს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები სწორედ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა დაიწყო“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, არაღიარების პოლიტიკას პრობლემა ვერ შეუქმნა იმ ფაქტმა, რომ „თვითონ დანაშაულის ჩამდენმა რეჟიმმა თავად აღიარა საკუთარი დანაშაული“.
„როგორ შეიძლება ფაქტის კონსტატაციამ რაიმე პრობლემა შეიძლება შეუქმნას ამ კუთხით?! 4 სახელმწიფოს ჰქონდა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში აღიარებული ე.წ. დამოუკიდებლობა და ეს 4 დარჩა ოთხად სწორედ ჩვენი პოლიტიკის გამო“, -განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ