გიორგი გახარია – ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას, ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება – პრეზიდენტი თანახმაა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პრეზიდენტთან შეხვედრამდე, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრისთვის მზადაა.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის გადადება სთხოვა, რაზეც დაეთანხმა.
„ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება. პრეზიდენტი დამეთანხმა, შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე. თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება“, – წერს გახარია.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „გახარა საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა. თუმცა როგორც „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დღეს დაწერა, მისთვის უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტთან შეხვედრამდე მასა და გიორგი გახარიას შორის პირისპირ შეხვედრა შემდგარიყო. როგორც ხაზარაძე „ფეისბუკ“ პოსტში აღნიშნავდა, გახარიას შეხვედრის სურვილით პირადი შეტყობინებაც გაუგზავნა, თუმცა დღეს პირდაპირი აუდიენცია ვერ ხერხდებოდა. ამასთან, როგორც „ლელოში“ აცხადებდნენ, გიორგი გახარიასთან შეხვედრამდე, პრეზიდენტს სადილზე დღეს აღარ ეწვეოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: აშშ-მა განაახლა პარტნიორობა, სხვა დონეზე აიყვანა მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის აზერბაიჯანo, სომხეთი, არავითარი წინაპირობები არ ყოფილა, არც პატიმრების გათავისუფლება, არც ოპოზიციასთან დაკავშირებით – თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, სამწუხარო იქნება

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს