“დღეს ბიზნესი თავისუფალია, არავითარი წნეხი არ არსებობს” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ, ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე ისაუბრა და თქვა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბიზნესზე წნეხი და ტერორი დასრულდა.
“ყველას გახსოვთ, 2012 წლამდე რა ვითარება იყო ბიზნესის თავისუფლების თვალსაზრისით. რამდენად მძიმე ზეწოლა იყო ბიზნესზე, პირდაპირი ტერორი ხორციელდებოდა ბიზნესმენების მიმართ. იყო ათასობით ფაქტი იმისა, რომ ბიზნესმენებს სახელმწიფოზე უწევდათ საკუთარი ქონების გადაფორმება, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სხვა კერძო პირებზე უწევდათ საკუთარი ქონების გადაფორმება. ათი ათასამდე შემთხვევა იყო, როდესაც ბიზნესმენებმა სახელმწიფოზე გადააფორმეს საკუთარი ქონება. 2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტი არის ნული, ეს ნიშნავს ან იმას, რომ ბიზნესზე წნეხი და ტერორი დასრულდა, ან ნიშნავს, რომ ბიზნესმენები აღარ არიან ისეთი გულკეთილები, როგორც 2012 წლამდე.
დღეს ბიზნესი არის თავისუფალი, დამეთანხმებით, არავითარი წნეხი არ არსებობს ბიზნესზე და პირიქით, მაქსიმალურად არის ხელისუფლება მონდომებული, რომ ხელი შეუწყოს ეკონომიკის და ბიზნესი განვითარებას ჩვენს ქვეყანაში”, – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ