ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა გადის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან თანაარსებობაზე, ურთიერთმიტევებაზე და ერთმანეთის მიმართ ნდობის ხიდების აღდგენაზე

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა გადის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან თანაარსებობაზე, ურთიერთმიტევებაზე და ერთმანეთის მიმართ ნდობის ხიდების აღდგენაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ქადაგიშვილის თქმით, ურთიერთმიტევება და ერთმანეთის მიმართ ნდობის ხიდების აღდგენა არის უალტერნატივო გზა, რითაც საქართველოს შეუძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
ამასთან, უმრავლესობის დეპუტატის თქმით, არსებობს მეორე გზაც და ეს არის ჩიხი და ომის გზა.
„ვთვლი, რომ ეს არის ქართული პოლიტიკის ფუნდამენტური შემოტრიალება. შემოტრიალება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და საქართველოში სამოქალაქო ერთიანობის აღდგენისაკენ. სწორედ ეს არის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის და საქართველოს გაერთიანების ფუნდამენტური მიმართულება.
მე პირადად ჩემი დიდი გამოცდილება გამაჩნია, მათ შორის, ეთნოკონფლიქტების და შემდგომში უკვე ს პირდაპირი აგრესიის, როგორც მონაწილეს და ამ უბედურების თვითმხილველს. დღევანდელ მსოფლიოში, ერთადერთი გზა იმისათვის, რომ საქართველოს ისტორიულ პერსპექტივაში თუ გაეხსნება მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა, ეს შესაძლებლობა გადის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან თანაარსებობაზე, ურთიერთმიტევებაზე და ერთმანეთის მიმართ ნდობის ხიდების აღდგენაზე. მხოლოდ ეს არის უალტერნატივო გზა, რითაც საქართველოს შეუძლია თავისი ყველაზე დიდი და მთავარი ისტორიული მისია შეასრულოს – აღადგინოს მისი ერთიანობა.
ალტერნატიული გზაც არსებობს, რა თქმა უნდა, ოღონდ ეს არის ჩიხი. თუ დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებას შევხედავთ, ეს არა მარტო ჩიხია, ეს არის ომის გზა. დღეს ჩვენ ამ გზაზე ვხედავთ, რომ ორი განსხვავებული ხედვა იკვეთება. ხედვა „ქართული ოცნებისა“, რომელიც მშვიდობაზე, თანამშრომლობაზე, ურთიერთმიტევებაზე გადის. სიტყვა ბოდიში ამ შემთხვევაში მიტევების და ურთიერთნდობის აღდგენის აუცილებელი პირობაა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს ომის პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“ , მისი სატელიტები, რომლებისთვის მიუღებელია საქართველოს ამ დიდი შემოტრიალების და დიდი გზის რეალიზაცია. ჩვენ ვხედავთ, როგორი ისტერიით შეხვდნენ ამ მთავარ გზავნილს. კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვით ისინი ამოეფარნენ იმ გმირებს, რომლებიც მათ ჯერ ცოცხლები ბრძოლის გზაზე მიატოვეს და შემდეგ უკვე მიცვალებულებისთვისაც ვეღარ მოიცალეს, რადგან საზღვარგარეთ გარბოდნენ.
ეს არის საქართველოს ხელისუფლების ფუნდამენტური გზავნილი და მათ შორის ქართველი ხალხის, ჩვენი მომავალი ერთობის, ჩვენი მომავალი ინტეგრაციის და ერთ დიდი ქართულ ინტეგრაციაში თანაცხოვრების. ამას არა მარტო მტრები გამოუჩნდებიან, მათ შორის სეპარატისტული მხრიდანაც იქნება მტერი, ამის მოწინააღმდეგე გარე მოთამაშეებიც იქნებიან, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებსაც გაცხადებული აქვთ, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს მშვიდობიანი პოლიტიკის გატარების რეალიზება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით და რასთან დაკავშირებითაც ისინი მთელი წლების გამავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ სრული მხარდაჭერა გვექნებოდა, ვიმედოვნებ, რომ ისინი ღიად გამოხატავენ თავის დადებით დამოკიდებულებას საქართველოს მიერ გაცხადებულ ამ მკაფიო პოლიტიკის მიმართ. იმედი მაქვს, რომ მათი მხრიდან გზავნილები მკაფიოდ იქნება ნათქვამი და საქართველოს ამ პოლიტიკას რეალური მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – რუსულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება – გელოდებით ხვალ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთად გავათენოთ ღამე ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის, რომლის მოპარვასაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს