პრეზიდენტი ხაზარაძე-გახარიას პირისპირ შეხვედრაზე – მე ვეპატიჟები ორივეს სადილად, მანამდე, რაც უნდათ, ის გააკეთონ, შეხვდნენ – პირიქით, ძალიან კარგი იქნება

მე ვეპატიჟები ორივეს 15:00 საათზე, სადილად. მანამდე, რაც უნდათ, ის გააკეთონ, შეხვდნენ. პირიქით, ძალიან კარგი იქნება, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პოზიციას, რომ ორბელიანის სასახლეში სტუმრობამდე ის და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია პირისპირ უნდა შეხვდნენ.
პრეზიდენტმა მცირე კომენტარი „ტვ პირველთან“ გააკეთა.
როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია. პრეზიდენტის წინადადება ორივე მხარემ გაიზიარა, თუმცა დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიასთან პირისპირ შეხვედრის გარეშე პრეზიდენტთან მისვლა უპატივცემლობა იქნებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია