პატიმრობაში მყოფმა ციმბირელმა ჟურნალისტმა და ომის მოწინააღმდეგე აქტივისტმა, მარია პონომარენკომ შიმშილობა დაიწყო მისთვის წაყენებული ახალი ბრალდებისა და ციხის ჩანაწერის გასაპროტესტებლად, რომელიც ამბობს, რომ მას რამდენჯერმე გამოეცხადა საყვედური პენიტენციური დაწესებულების წესების დარღვევის გამო.
ტელეგრამის არხი, RusNews-ი – სადაც პონომარენკო მუშაობდა 2022 წელს მის დაპატიმრებამდე – ამბობს, რომ ჟურნალისტმა შიმშილობა გამოაცხადა მას მერე, რაც 16 სექტემბერს ნერვული კოლაფსი განიცხადა თავის სასამართლოზე, სადაც მას დამატებით ადანაშაულებდნენ ციხის ორ ზედამხედველზე თავდასხმაში. პონომარენკო ამ ბრალდებას უარყოფს.
პონომარენკოს 2023 წლის თებერვალში ექვსი წლით მიუსაჯეს პატიმრობა, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გაპროტესტების გამო.
Ponomarenko was sentenced to six years in prison in February 2023 for protesting Russia’s ongoing invasion of Ukraine. (RFE/RL’s Siberia.Realities)
