„ქართული ოცნების“ ლიდერებმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ახალი საპარლამენტო სიის ოცეულიდან ვაკო თურნავამ, დეპუტატმა და დელეგატმა გიორგი ხახუბიამ და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, განათლების და სპორტის, ტექნოლოგიების მიმართულებით ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, ასევე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?