მედია: სოხუმში ჟურნალისტს და აქტივისტს თავს დაესხნენ

სოხუმის გარეუბანში 15 სექტემბრის საღამოს ჟურნალისტს, ტელეგრამის არხის „Абхазский портал“-ის ადმინისტრატორს დავით გობეჩიას და მოძრაობის „ХарахПицунда“-ს (ჩვენი ბიჭვინთა) წარმომადგენელს ლია აგრბას თავს დაესხნენ.

ნიღბიანმა თავდამსხმელებმა გაზის ბალონი გამოიყენეს, ამის შემდეგ გობეჩია სცემეს და ამის ამსახველი ვიდეო გადაიღეს, ლია აგრბას კი ნიღბიანმა პირებმა ჩანთა გასტაცეს.

გობეჩიას თქმით, მანამდე მას უთვალთვალებდნენ.

„მტრები არ მყავს, არაფრისთვის დამესხმებოდნენ თავს, ჩემი ვარაუდით, ეს ხელისუფლების ნამოქმედარია“, – თქვა გობეჩიამ და დაამატა „მათ ესმით, რომ ჩვენ შევაჩერებთ ჩვენი ქვეყნის გაყიდვას, ამის საშუალებას არ მივცეთ”.

დავით გობეჩიას და ლია აგრბას წინააღმდეგ “ჩადენილი თავხედური დანაშაული არის აშკარა მცდელობა ნებისმიერ ფასად ხელი შეუშალონ სამართლიანობისთვის, დემოკრატიისთვის და აფხაზეთის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის ბრძოლას, განაცხადეს ოპოზიციურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმმა“. „აფსნიმ“, „აფხაზთა სახალხო მოძრაობამ“, „არუაამ“ და „ჩვენმა დედაქალაქმა“.

მათ დამნაშავეების გამოვლენა მოითხოვეს, რომლებიც, მათი თქვით, სავარაუდოდ ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ.

„აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ ლიდერის ადგურ არძინბას განცხადებით „ბლოგერებზე ნიღბებით თავდასხმა სიმხდალის უმაღლესი დონეა“.

ჟურნალისტებმა, გაზეთის „Чегемская правда“-ს რედაქტორმა ინალ ხაშიგმა მომხდარს “პოლიტიკური ტერორის აქტი” უწოდა.

საინფორმაციო სააგენტო “აიაშარას“ ხელმძღვანელის ნიზფა არშბას თქმით, არ იცის ვისი ორგანიზებულია თავდასხმა, მაგრამ „მათ მიზანს ვერ მიაღწიეს“.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორ მოქალაქეზე თავდასხმის ფაქტს იძიებენ. დე ფაქტო უწყება დაკავებულების ან ეჭვმიტანილების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება