წელს ავსტრალიაში ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც თანამშრომელს უფლება აქვს სამუშაო საათების შემდეგ არ უპასუხოს უფროსის ზარებს ან შეტყობინებებს, რადგან დასაქმებულს მძიმე დღის შემდეგ დასვენება სჭირდება.
- უფროსებს, რომლებიც სამუშაოს დამთავრების შემდეგ ცდილობენ „შეაწუხონ“ თანამშრომლები, შეიძლება დაჯარიმდნენ მნიშვნელოვანი თანხით – 63 ათასი დოლარით.
როგორც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თანამშრომლებს აქვთ თავისუფალი დროისა და პირადი ცხოვრების უფლება, ამიტომ ისინი მუდმივად არ უნდა იყვნენ ორიენტირებულნი სამსახურზე. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ასეთი ინოვაცია დადებითად აისახება ხალხის პროდუქტიულობაზე.
ფსიქოლოგებმა მხარი დაუჭირეს ინოვაციას, რადგან სამუშაო თემაზე საუბარი უარყოფითად აისახება თანამშრომლების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მაგრამ ბიზნესის წარმომადგენლები არც თუ ისე კმაყოფილი არიან ამ სიტუაციით, რადგან ზოგიერთ კომპანიას გადაუდებელი პრობლემები აქვს და თნამშრომელთან გასაუბრება დროის ნებისმიერ მონაკვეთში დასჭირდეთ.
ასეა თუ ისე, კანონი მიღებულია – და ავსტრალიელები, როგორც ჩანს, დაიცავენ მას.