კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა არის უდიდესი ძალა ჩემი დიდი პასუხისმგებლობით სავსე საქმიანობაში – დავით კოდუა

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II შეხვდა. პატრიარქმა დავით კოდუა დალოცა და ჯვარი აჩუქა.
„სიწმინდეების მოლოცვის დროს, ღვთისგან მომეცა წყალობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს-მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს შევხვედროდი. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა უდიდესი ძალაა ჩემი დიდი პასუხისმგებლობით სავსე საქმიანობაში. ერის სულიერ წინამძღვართან გატარებული თითოეული წუთი, არის ჩემს სიცოცხლეში არსებული ყველაზე დიდი ბედნიერება. მადლობა უწმინდესსა და უნეტარესს ზუგდიდის დალოცვისთვის და გამოხატული უდიდესი მამაშვილური სიყვარულისთვის!
უწმინდესის ბოძებულ ჯვარს მთელი სიცოცხლე რწმენითა და სიყვარულით ვატარებ! პატრიარქის წინასწარმეტყველება აუცილებლად ახდება – საქართველო გამთლიანდება და ჩვენ ყველა ერთად ვილოცებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში! გვქონდა შესაძლებლობა პატივი მიგვეგო უწმინდესის მშობლების საფლავისთვის! მადლობა სამყაროს შემოქმედს და დედაღვთისმშობელს ამ შესაძლებლობისთვის!“, – წერს დავით კოდუა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება