ლელა ჯეჯელავა: ქართველებო, ჩამოწერეთ კიდევ ვისთვის გაქვთ ბოდიში მოსახდელი

“ქართველებო, ჩამოწერეთ კიდევ ვისთვის გაქვთ ბოდიში მოსახდელი. უთავმოყვარეო ხართ უკლებლივ ყველა, ვინც ოცნებას ხმა უნდა მისცეთ! ევროპაში ხომ მიდიხართ ღირსებით, აფხაზეთს და ოსეთსაც ღირსებით იბრუნებთ.😊 ბოდიშის მოხდისას წელში მოკუზვა არ დაგავიწყდეთ, ოსები და რუსები ისე არ მიიღებენ!” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი, თეოლოგი ლელა ჯეჯელავა.

ცნობისათვის,  “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ,  ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.”

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: “კარგად ხომ მოიქეცით? ახლა კიდევ უფრო უკეთ უნდა მოიქცეთ” არის რუსების მიდგომა. სანამ ფორმალურ-იურიდიულად არ წაიღებენ ქვეყანას მანამდე არ გაჩერდებიან. ქოცებსაც ბოლომდე მიაწვებიან და გაანადგურებენ