გენო პეტრიაშვილი: ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს

ოლიმპიური ჩემპიონმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა გენო პეტრიაშვილმა „ინსტაგრამზე“ პოსტს დაწერა, რომ ემიჯნება ს პოლიტიკურ შეხედულებებს.
„ჩვენ არასდროს გაგვიცვლია სამშობლო, ხალხისა და გულშემატკივრის სიყვარული! ეს არის უდიდესი გამარჯვება და მონაპოვარი ყოველი ჩვენგანისა! ის, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, არის მიუღებელი და არაკორექტული. ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და სწორედ ამიტომ მეც, ისევე როგორც ჩემს მეგობრებს, მიმაჩნია, რომ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი“, – დაწერა მან.
მანამდე ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური შეხედულებები “მიუღებელია”. ამის შესახებ მან ღონისძიების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
13 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელები და პარალიმპიელები ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით დააჯილდოვა. ათონელის რეზიდენციის წინ გაიმართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ჯილდო გადასცა პარალიმპიურ და ოლიმპიურ პრიზიორებს, ასევე ოლიმპიური ნაკრების წევრებს.
პრეზიდენტმა ცერემონიაზე მიიწვია ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, თუმცა ღონისძიებას არცერთი მათგანი არ დაესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილთან მოთანამშრომლე ნებისმიერმა პირმა უნდა გაიაზროთ, რომ ბაჩიაშვილის ადგილზე შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ! – ივანიშვილი ყველაზე დაუნდობელია სწორედ მათთან, რომლებიც ერთ დროს მასთან თანამშრომლობდნენ

გიორგი ბაჩიაშვილი – ჩემთვის უცნობი პიროვნება მირტყამდა მუშტებით, შუშის ჭიქა თავზე გადამაფშვნა, ნამსხვრევის მოქნევას ცდილობდა ყელსა და სახეში, რამდენჯერმე კედელზე მიმარტყმევინა თავი – ციხის უფროსმა მითხრა, რომ არ იცოდა, თუ ეს მსჯავრდადებული იჩხუბებდა