ლიგა 1-ის მეოთხე ტურში „სენტ-ეტიენი“ სახლში 30-ე წუთზე „ლილს“ 1:0 ამარცხებს.
დებიუტში ზურიკო დავითაშვილმა მცველი რიბეირო ფინტით ჩამოიცილა, საჯარიმოში პასი გააკეთა და მატიე კაფარომ მასპინძლები დააწინაურა. ეს ამ სეზონში „სენტ-ეტიენის“ პირველი გოლია. შემდეგ დავითაშვილმა დრიბლინგი განახორციელა, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთს მეკარე ლიუკა შევალიე დაეუფლა.