ლაშა ტალახაძე – პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანს ხაზი არ უნდა გადაუსვა – ეს არის ჯილდო ჩემი მიღწევებიდან გამომდინარე, ამიტომ როცა პრეზიდენტი გადაგცემს ჯილდოს, ჩვენთვის სიამოვნებით მისაღებია

სპორტსმენისთვის ნებისმიერი ჯილდო მნიშვნელოვანია. ეს ჯილდო ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა და დიდი სიამოვნებით ჩავიბარებ, – ამის შესახებ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ ღონისძიებაზე დასწრებაზე ყოყმანი არ ჰქონდა. ტალახაძის თქმით, პრეზიდენტის ჯილდოს სიამოვნებით მიიღებს.
„არანაირი ყოყმანი არ მქონია დღეს აქ მოსვლის იქიდან გამომდინარე, რომ ამ ჯილდოს ღებულობს ლაშა ტალახაძე. თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანს ხაზი არ უნდა გადაუსვა. მე ყოველთვის წინ ვაყენებ ჩემ წარმატებას და ქვეყანას. ეს არის ჯილდო ჩემი მიღწევებიდან გამომდინარე, ამიტომ როდესაც პრეზიდენტი გადაგცემს ჯილდოს, ჩვენთვის სიამოვნებით მისაღებია”,- განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარეობს სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოებს გადასცემს.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი აქციაზე დაკავებულებს – თუ კიდევ გამოქვეყნდება პროცესის ამსახველი რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავ და შეიძლება სხდომაც დავხურო

მზია ამაღლობელმა შესაძლოა, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცეს – „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან