სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ინტერთან“ 0:3 დამარცხდა.
ტრავმამორჩენილი ოსიმენი პირველად დააყენეს ძირითად შემადგენლობაში, „რეალთან“ მატჩში დაშავებული ზილენსკის ნაცვლად კი მწვრთნელმა მაცარიმ სასტარტოში ელმასს მიუჩინა ადგილი. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და ლობოტკას შორიდან დარტყმული ბურთი მეკარე ზომერმა მოიგერია. სტუმრებმა იერიშებით უპასუხეს, ტიურამმა გაიტანა კიდეც, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდა დარმიანი, ხვიჩამ კარგი პასი ელმას გაუკეთა, რომლის ჩაწოდებული ბურთი ზომერმა მოიგერია, ხოლო დამატებაზე ნეაპოლელთაგან არავინ აღმოჩნდა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები ხშირად არ იქმნებოდა, კიდევ ერთი შანსი პოლიტანოს მიეცა,
რომელმაც ბურთი ხარიხას გაარტყა. ტაიმის ბოლოს კი ჩალჰანოღლუმ მილანური გუნდი დააწინაურა.
მეორე ტაიმში ნეაპოლელები გააქტიურდნენ, ქართველი მეურვეებს გაექცა, მახვილი კუთხიდან დაარტყა და გატანა ზომერმა არ დაანება. მერე ლაუტაროს პასი ბარელამ მიიღო, მოწინააღმდეგის დაცვა გაარღვია და მერეტის კარი დალაშქრა. როგორც იქნა პასიურმა ოსიმენმაც სცადა გატანა, თუმცა მისი თავური მიზანს ასცდა. დარმიანი „კვარას“ გასაქანს არ აძლევდა, უხეშობასაც არ ერიდებოდა და ყვითელი ბარათი მიიღო. 83-ე წუთზე ტიურამმაც გაიტანა და შეხვედრის ბედი გადაწყდა.
„ნაპოლი“ 24 ქულით მეხუთე ადგილზეა, ლიდერ „ნერაძურის“ უკვე 11 ქულით ჩამორჩა და 8 დეკემბერს ტურინში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება, 13 დეკემბერს კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ბრაგას“ უმასპინძლებს.
ნაპოლი – ინტერი 0:3
გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (44), 0:2 ბარელა (62), 0:3 ტიურამი (83)
სუფთა პენალი მოპარეს ოსიმენს მაგის შემდეგ მოიშალა გუნდი, კვარასაც რა ბურთი აუღო, დაიჩაგრა ნაპოლი ეგრე ცუდად არ უთამაშია უბრალოდ შანსები კარგად გამოიყენა ინტერმა. პენალი რომ დაედო ვინ იცის რა თამაში წავიდოდა, ნაპოლის კი არა ამ ფეხბურთის ყურება აღარ მინდება, დედანატირები გაამეორე რა რისთვის გიზის 15 კაცი ვარის ოთახში ან იმათ არ შეუძლიათ რო უთხრან რო შეამოწმე შენთვითონო, ძაან ნერვების მომშლელია რო არ ამოწმებენ, ტენისივით რო იყოს არ შეიძლება გუნდს ჩელენჯების აღება რო შეეძლოს და აიძულონ რო გადამოწმდეს, მაგრამ გამოჩნდა აგერ ფეხბურთელები რო ყომარობენ სერია ა ში ტოპ გუნდის აბა რა უნდა მოითხოვო მაგ ლიგისგან, წავიდეს მაგ ლიგიდან უკვე ამაზრზენია, უკრაიანასაც სუფთა პენალი მოპარეს არ შეიძლება ასე!
ხალხო, თქვენ კარგად ხართ? თქვენი გადაჭარბებული მოლოდინები რა ამ ბიჭის ბრალია? ცოტა დაფიქრდით რა შედეგს იღებს თქვენი ეს გადარევა ხვიჩათი და მერი მისი მონდომება და ნერვიულობა როცა ვერ გამოდის თამაში. თავი დაანებეთ! ნუ ელოდებით რომ იფრენს. ხვუჩა არ ვიცი წაიკითხავს თუ არა, დაგვიკიდე რა და შენ საქმეს მიხედე, საერთიდ არ შეხვიდე არცერთ ქართულ საიტზე და სოც მედიაში. დაიკიდე აქაურობა, ცოტა ხნით. აქ ცოტა ვერ ვართ ხომ ხედავ.
ფეხბურთს დაუკვირდით და ემოციები გვერძე გადადეთ. იმ დღეს მარსიალის მაგალითი მოვიყვანე, უნაკლო გენიოსი უნდო იყო, სხვგვარად შეუძლებელია ისეთი ფეხბურთის თამაში როგორსაც პირველი 6 თვე თამაშობდა. აცადეთ დაანებეთ თავი, გთხოვთ. მითუმეტეს ნუ ეღადავებით რა სიდაბლეა ბლი.დ.