ევროკავშირი გმობს ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კატეგორიულად გმობს, ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას.
„ეს ტრანსფერი პირდაპირი საფრთხეა ევროპის უსაფრთხოებისთვის და არის მნიშვნელოვანი მატერიალური ესკალაცია, ირანული უპილოტო საფრენი აპარატებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაში, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიულ ომში“, – ნათქვამია განცხადებაში.
უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში ირანის ჩართულობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის პოზიცია ყოველთვის ცხადი იყო და ევროკავშირმა, არაერთხელ მკაცრად გააფრთხილა ირანი, რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის თაობაზე.
„ევროკავშირი ამას უპასუხებს სწრაფად და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით, მათ შორის, ირანის წინააღმდეგ ახალი და მნიშვნელოვანი შემზღუდავი ზომების შემოღებით, ირანის ბალისტიკური რაკეტების და დრონების პროგრამაში მონაწილე პირების წინააღმდეგ და ამ მხრივ შემაკავებელ ზომებს ირანის საავიაციო სექტორზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მივიღეთ უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით – 2026 წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება