ისრაელის არმიამ ღაზის სამხრეთში საომარი მოქმედებები დაიწყო

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ს სამხედრო ძალები ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში შედიან. ბრიტანული გამოცემა BBC-ს თქმით, ისრაელის არმიამ სამხედრო მოქმედებები ქალაქ ხან იუნისის ჩრდილოეთით წამოიწყო, რაც სოციალურ მედიაში გავრცელებული სურათების გადამოწმებით დასტურდება.
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა ჰერცი ჰალევმა სამხრეთ ისრაელში განლაგებულ ჯარისკაცებთან საუბრისას განაცხადა, რომ ღაზის სექტორში წამოწყებული იერიში “არანაკლებ მძლავრი იქნება და არანაკლები შედეგები ექნება”, რითაც მან ღაზის სამხრეთ ნაწილში სამხედრო მოქმედებების გაფართოება დაადასტურა.
“გუშინ და დღეს ჩვენ [ჰამასის] ბატალიონებისა და ასეულების მეთაურები, და მრავალი ჯაშუშები მოვკალით. გუშინ დილიდან კი იგივე მოქმედებები ღაზის სამხრეთში დავიწყეთ.” – თქვა ჰალევმა ჯარისკაცებთან საუბრისას.