56 წლის ქართველმა სპეციალისტმა თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
გუშინ ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენებურმა კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გეორგიოს კუმასთან შეხვედრა მოითხოვა და არ იყო გამორიცხული, რომ გადამდგარიყო.
ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს 2022 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ავარჯიშებდა. ჯამში მან გუნდი 20 შეხვედრაში გაწვრთნა, სადაც 5 მოგება, 2 ფრე და 13 წაგება მოაგროვა. კვიპროსელებმა 19 გოლი გაიტანეს, 49 კი საკუთარ კარში მიიღეს.